თამარ ჩიბურდანიძე: თავად საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩიხში მოაქცია ისინი, ვინც სიცრუეს ავრცელებდნენ საქართველოში არათანაბარი პოლიტიკური გარემოს შესახებ

თამარ ჩიბურდანიძე: თავად საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩიხში მოაქცია ისინი, ვინც სიცრუეს ავრცელებდნენ საქართველოში არათანაბარი პოლიტიკური გარემოს შესახებ

„საერთაშორისო  ორგანიზაციების კვლევები ადასტურებს, რომ საქართველო  ძლიერი,  დემოკრატიული სახელმწიფოა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ამის კიდევ ერთი დადასტურება იქნება,“- წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, ორგანიზაციის „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ გამოქვეყნებულმა პოლიტიკური თანასწორობის ინდექსმა ცხადყო, რომ ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანიაა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება უთანასწორო პირობებში ამყოფებს ოპოზიციურ პარტიებს.

„დღეს გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელმა  ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნებამ“ გამოაქვეყნა  პოლიტიკური თანასწორობის ინდექსი, რის მიხედვითაც საქართველო ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა - მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში 15-ე პოზიციაზე დაწინაურდა 11-წლიანი პროგრესით, მსოფლიოს საუკეთესო შვიდეულშია და ევრაზიის კონტინენტზე კი პირველ ადგილზე.

ამ ინფორმაციამ კიდევ ერთხელ ამხილა ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია, თითქოს საქართველოს ხელისუფლება უთანასწორო პირობებში ამყოფებს და დევნის ოპოზიციურ პარტიებს. არადა, პირიქით არის, თავად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ძალადობენ ხელისუფლებაზე.

თავად საერთაშორისო  ორგანიზაციამ ჩიხში მოამწყვდია ის უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ საქართველოში არჩევნები არათანაბარ პოლიტიკურ გარემოში ჩატარდება. უკვე ცხადია, რომ ოპოზიციისთვის მათი დახმარების მცდელობა საარჩევნოდ, ფუჭად ჩაივლის. თავად საერთაშორისო  ორგანიზაციების კვლევები ადასტურებს, რომ საქართველო  ძლიერი  დემოკრატიული სახელმწიფოა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, ამის კიდევ ერთი დადასტურება იქნება,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძემ.