NYP: პრეზიდენტ ბაიდენს თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის სახელი დაავიწყდა და ის მოიხსენია, როგორც „შავი კაცი“

NYP: პრეზიდენტ ბაიდენს თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის სახელი დაავიწყდა და ის მოიხსენია, როგორც „შავი კაცი“

პრეზიდენტ ბაიდენს თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის სახელი დაავიწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას NYPost ავრცელებს.

81 წლსი პრეზიდენტი Black Entertainment Television (BET)-თან ინტერვიუში თავის ადმინისტრაციაში ფერადკანიანი ხალხის დასაქმებაზე საუბრობდა.

ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა. ხალხის მოსაზრებით, ბაიდენს ოსტინის სახელი დაავიწყდა და მას როგორც „შავი კაცი“, ისე მოიხსენიებდა, რამაც საზოგადოების მხრიდან დიდი კრიტიკა გამოიწვია.

„მთავარია ხალხს პატივისცემით მოექცე. აი, მაგალითად, ნახეთ რამხელა თავდასხმას ვიღებ იმის გამო, რომ თავდაცვის მინისტრად (დაიბნა) შავი კაცი დავასახელე“, - განაცხადა ბაიდენმა ინტერვიუში.

მერაბ.g აქ 81 წელი არაფერშუაშია; ბაბუაჩემი 87 წლისაა და აზროვნებით, მეხსიერებით სრულ წესრიგშია ... სიარულში შეეჯიბროს ვისაც უნდა! ეს კაცი (ბაიდენი) ავადაა და მიხედვა უნდა; არც სასაცილოა ეს, მაგრამ ამისთანას რომ ამხელა ქვეყნის პრეზიდენტობას უპირებენ, ვინც ამას აპირებს და მხარს უჭერს, ის ბაიდენზე ავადაა ჩემი აზრით!
3 თვის უკან