ეკა სეფაშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ლონდონის სამიტზე: ეს სამიტი და მასში საქართველოს ასეთი აქტიური მონაწილეობა ხაზს უსვამს ქვეყნის გლობალური მნიშვნელობის როლის ზრდას

ეკა სეფაშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ლონდონის სამიტზე: ეს სამიტი და მასში საქართველოს ასეთი აქტიური მონაწილეობა ხაზს უსვამს ქვეყნის გლობალური მნიშვნელობის როლის ზრდას

ლონდონში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის სტაბილურობა და მშვიდობიანი განვითარება მომავალში უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო არაერთხელ იქნება მსგავსი სამიტის მონაწილე.

ეკა სეფაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ საერთაშორისო ფორუმებზე ქვეყნის აქტიური პოზიციონირება განაპირობებს იმას, რომ საქართველო გახდება გლობალური მნიშვნელობის გადაწყვეტილებების აქტიური მონაწილე.

„ეს სამიტი და მასში საქართველოს ასეთი აქტიური მონაწილეობა ხაზს უსვამს ქვეყნის გლობალური მნიშვნელობის როლის ზრდას, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ჩვენს ქვეყანაში არსებული მშვიდობა და სტაბილურობა იძლევა იმის გარანტიას, რომ საქართველომ ასეთი მნიშვნელობის სამიტებში მიიღოს მონაწილეობა და ხელი შეუწყოს გლობალური ეკონომიკის ურთიერთდაკავშირებულობის ზრდას,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.