ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები დეზინფორმაციით არიან გაჯერებულები და ტყუილებით არიან დაკავებულები, ამ დროს კი „ქართული ოცნების“ გუნდი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს და სწორედ ერთ-ერთი ნაბიჯი არის ის, რომელიც პრემიერ-მინისტრის [გაერთიანებულ სამეფოში] ვიზიტით გამოიხატა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართულ ოცნების" თავმჯომარის მოადგილემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„უმნიშვნელოვანესია საქართველოს როლი მთლიანად ევროკავშირისთვის როგორც დაკავშირებადობის, ასევე შუა დერეფნის როლით, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც გეოპოლიტიკური ვითარება დასტაბილურდება ჩვენს რეგიონში“, - აღნიშნა გორდულაძემ.
საქართველო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მიღებულ დეკლარაციას შეუერთდა. დოკუმენტი გაერთიანებულ სამეფოში, ბლენ ჰაიმის სასახლეში შეკრებილმა ლიდერებმა მიიღეს.