ლევან მაჭავარიანი: ამნისტიის კანონპროექტი ძალიან ფრთხილად შემუშავდა, კონსულტაციებში ბევრი უწყება იყო ჩართული

ლევან მაჭავარიანი: ამნისტიის კანონპროექტი ძალიან ფრთხილად შემუშავდა, კონსულტაციებში ბევრი უწყება იყო ჩართული

ამნისტიის კანონპროექტი ძალიან ფრთხილად შემუშავდა, კონსულტაციებში ბევრი უწყება იყო ჩართული, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამით საქართველო კიდევ ერთი კომპონენტით დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს.

„ეს ეხებათ მხოლოდ იმ პირებს, რომელთა რესოციალიზაციაც გაცილებით უფრო მარტივად მოხდება საზოგადოებაში“, - განმარტა მაჭავარიანმა.

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ, რის შემდეგაც რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით კენჭს უყრიან.