არჩილ გორდულაძე: ამნისტიის პროექტი მიზნად ისახავს მსჯავრდებულთა რაოდენობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას

არჩილ გორდულაძე: ამნისტიის პროექტი მიზნად ისახავს მსჯავრდებულთა რაოდენობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას

წარმოდგენილია ამნისტიის პროექტი, რომელიც დაბალანსებულია და მიზნად ისახავს, რომ ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდეს მსჯავრდებულთა რაოდენობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართულ ოცნების" თავმჯომარის მოადგილემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

„ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელსაც მოჰყვება სხვა ნაბიჯები, რომ საქართველოში ევროპული სტანდარტი უზრუნველყოფილი იყოს“, - აღნიშნა გორდულაძემ.

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ, რის შემდეგაც რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით კენჭს უყრიან.