შალვა პაპუაშვილი: დრო დაანახებს ყველას, რომ საქართველომ იმოქმედა ზუსტად იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციის სულისკვეთებას პასუხობს

შალვა პაპუაშვილი: დრო დაანახებს ყველას, რომ საქართველომ იმოქმედა ზუსტად იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციის სულისკვეთებას პასუხობს

კარგია თუ ნელ-ნელა ეს მიდგომები ფართოდ აისახება სხვადასხვა დეკლარაციაში. საქართველომ მხარი დაუჭირა ამ დეკლარაციის შინაარს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციაზე საუბრისას, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად საფრანგეთისა და მოლდოვის წინადადებაც აისახა უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციით მანიპულაციის წინააღმდეგ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ქსელის შექმნის შესახებ.

პაპუაშვილის აზრით, საწყენია ის ფაქტი, რომ საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას მათი მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

„მეორე მხრივ, ცოტა საწყენია და გაუგებარია, როდესაც ზუსტად ამ პრინციპების განხორციელებისას საქართველო რატომღაც კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. დრო დაანახებს ყველას, ჩვენს ევროპელ კოლეგებსაც, რომ საქართველომ იმოქმედა ზუსტად იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ამ დეკლარაციის სულისკვეთებას პასუხობს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

საქართველო შეუერთდა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში, ბლენჰაიმის სასახლეში შეკრებილმა ლიდერებმა მიიღეს