ფრანგულმა საფეხბურთო კლუბმა „ლიონმა“ გიორგი მიქაუტაძე ოფიციალურად წარადგინა.
„მეცთან“ შეთანხმებული ტრანსფერი 18.5 მილიონ ევროს შეადგენს. გიორგი მიქაუტაძემ ცოტა ხნის წინ თავისი ქვეყნის ისტორია დაწერა ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში გასვლით. მიქაუტაძე ტურნირის თანაბომბარდირი გახდა 3 გოლით“, - ნათქვამია ფრანგული კლუბის განცხადებაში.