ირაკლი კობახიძე: ყველა ლიდერს, მათ შორის უშუალოდ ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერებს, ბატონ ბორელს, ბატონ მიშელს გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე

ირაკლი კობახიძე: ყველა ლიდერს, მათ შორის უშუალოდ ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერებს, ბატონ ბორელს, ბატონ მიშელს გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე

ყველა ლიდერს, მათ შორის უშუალოდ ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერებს, ბატონ ბორელს, ბატონ მიშელს გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერთიანებულ სამეფოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რეგიონში ვითარების დამშვიდებასთან ერთად,  მყისიერად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.

„გვქონდა საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, გაფართოების საკითხებზე, მიმდინარე დღის წესრიგზე. ჩვენ ვუზიარებდით ჩვენს გზავნილებს ყველა ლიდერს, იყვნენ მათ შორის უშუალოდ ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერები, ბატონი ბორელი იყო, ბატონი მიშელი და სხვები და მათთან გვქონდა საუბარი ამ თემებთან დაკავშირებით. საერთო შთაბეჭდილება რაც მაქვს, არის ის, რომ როგორც კი ზოგადად, რეგიონში გლობალურად შეიცვლება, დამშვიდდება ვითარება,  მყისიერად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მანამდეც დაიწყება ეს პროცესი, თუმცა საბოლოო ჯამში, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რეგიონში პოლიტიკური ვითარების დამშვიდებაზე", - განაცხადა პრემიერმა.