დაჩი ბერაია ოპოზიციის აქტივისტის თავდასხმის შესახებ: ე.წ. აღშფოთებული მოქალაქეების უკან დგას კოლექტიური ნაცმოძრაობა, მაგრამ ისინი ვერანაირი პროვოკაციული ქმედებით ვერ მიაღწევენ მიზანს - ქვეყანაში არეულობას

დაჩი ბერაია ოპოზიციის აქტივისტის თავდასხმის შესახებ: ე.წ. აღშფოთებული მოქალაქეების უკან დგას კოლექტიური ნაცმოძრაობა, მაგრამ ისინი ვერანაირი პროვოკაციული ქმედებით ვერ მიაღწევენ მიზანს - ქვეყანაში არეულობას

„ხალხის ძალის“ წევრი დაჩი ბერაია ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან მასზე განხორციელებულ თავდასხმას პასუხობს და აცხადებს, რომ მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლები ვერ შეძლებენ ქვეყანაში არეულობის მოწყობას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც დაჩი ბერაია ამბობს, ისინი ვინც აწყობენ თავდასხმებს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათ მხარდამჭერებზე, არიან ჩვეულებრივი პროვოკატორები. თუმცა, მისი თქმით, ეს არ შეუშლის ხელს ქვეყნის განვითარებას და ევროპული ინტეგრაციისკენ სვლას.

„ე.წ. აღშფოთებული მოქალაქეების უკან ყოველთვის დგანან ნაციონალური მოძრაობის, ანუ ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენელი აქტიური პირები. ეს პიროვნება (ანანია გაჩეჩილაძე), ქალბატონი (როგორ მივმართო მას არც კი ვიცი) არის ადამიანი, რომელმაც წმინდანების ხატები პრეზერვატივებზე გამოსახა და ამით ამაყობდა.

როდესაც ასეთ ქმედებებს ჩადიხარ, საქართველოს სიყვარულზე, პატრიოტიზმზე ან ქვეყნის ერთგულებაზე როგორ შეიძლება საერთოდ ილაპარაკო. ესენი არიან ჩვეულებრივი პროვოკატორები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი ქვეყნის არევას. ისინი ემსახურებიან გლობალური ომის პარტიის მონებს და თავად არიან მონები. მათი მიზანია სახელმწიფოში არეულობის მოწყობა, ქვეყნის ომში ჩართვა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.

ვერანაირი პროვოკაციული ქმედებით ისინი ამ მიზანს ვერასდროს მიაღწევენ. ჩვენ მყარად განვაგრძობთ წინსვლას კეთილდღეობისკენ და ევროპული ინტეგრაციისკენ" განაცხადა დაჩი ბერაიამ.