პარტია "ახალის" თანათავმჯდომარემ, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ თუკი მოქალაქეებისთვის რუსეთთან ფრენები კომფორტული და ევროინტეგრაციასთან თავსებადია, ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. მისივე განცხადებით, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლაზე ისტერიული დამოკიდებულება არაა ის ამოცანა, რომელსაც ხალხი ითხოვს.
ორმაგი სტანდარტი და ამომრჩევლის გულის მოგების მცდელობა - "ქართულ ოცნებაში", ნიკა გვარამიას ძველი განცხადებები შეახსენეს, რის შემდეგაც გვარამიას საპასუხო განცხადება გააკეთა:
"ჩვენ რუსეთი შეიძლება დაგვჭირდეს ვაშლის, ბორჯომის საყიდლად და ა.შ. მე არ მითქვამს, რომ რუსების შემოსვლა არის ქვეყნის დაღუპვა. რუსებმა ხარჯონ ფული საქართველოში, ძალიან გამიხარდება. ჩვენ ვიცით, რომ ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცით რომ დაძაბულობა არავისთან გვჭირდება. არ ვაპირებთ შექმნილი სიტუაციის ჯანჯღარს. არავითარი ომი და სიტუაციის გამწვავება რუსეთთან არ იქნება. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე," -აღნიშნავს პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია.