Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება გაიზარდ

Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება გაიზარდ

გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა, მისი სატრანსფერო ღირებულება 35-დან 45 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

"ოქროს ბუცის" მფლობელის, გიორგი მიქაუტაძის ფასი 20 მილიონი ევროა, მანამდე Transfermarkt-ზე ჟორჟის ღირებულება 15 მილიონი ევრო იყო. 1 მილიონიდან - 2.5 მილიონ ევრომდე გაიზარდა გიორგი ქოჩორაშვილის, 900 000-დან - 1.5 მილიონამდე ლაშა დვალის, ხოლო 600 000-დან - 1 მილიონამდე ოთარ კაკაბაძის სატრანსფერო ღირებულებაც.