ეს არის ძალიან სერიოზული გზავნილი და საქართველო იკავებს ღირსეულ ადგილს იმ ქვეყნების გვერდით, რომლებიც შექმნიან მომავალ პოლიტიკურ ლანდშაფტს, მას შემდეგ, რაც შეიცვლება ვითარება აშშ-ში, რომელიც დღესაა და რომელიც ფაქტობრივად მართავს ბრიუსელის ბიუროკრატიას, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ბიძინა გიორგობიანი ვიქტორ ორბანის განცხადებას საქართველოს მიმდინარე პოლიტიკის შესახებ.
„ეს არის ძალიან სერიოზული გზავნილი და საქართველო იკავებს ღირსეულ ადგილს იმ ქვეყნების გვერდით, რომლებიც შექმნიან მომავალ პოლიტიკურ ლანდშაფტს, მას შემდეგ, რაც შეიცვლება ვითარება აშშ–ში, რომელიც დღესაა და რომელიც ფაქტობრივად მართავს ბრიუსელის ბიუროკრატიას.
თქვენ ნახეთ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც არის გერმანიის წარმომადგენელი და რომელიც უნდა იცავდეს ევროპის ინტერესებს და საკუთარი ქვეყნის, გერმანიის ინტერესებს, არის დაახლოებით იმავე კალიბრის პოლიტიკოსად ჩამოყალიბებული, როგორიც არიან ბალტიისპირეთის სხვადასხვა საგარეო საქმეთა მინისტრები. ჩვენთან რომ მიტინგზე დადიოდნენ და ცდილობდნენ რამენაირად საქართველო ჩაბმულიყო ამ სისხლისმღვრელ კონფლიქტში, საქართველოში შემოეტანათ დესტაბილიზაცია.
ეს გლობალური მმართველობა ერთი ცენტრიდან, რომელიც ითვალისწინებს რაღაც წარმოდგენით მსოფლიო ლიბერალურ გლობალიზაციას, დასრულდა და გაიმარჯვა რაციონალურმა პოლიტიკამ, რაციონალურმა აზროვნებამ ადამიანების, პოლიტიკოსების და ქვეყნების. ყველა ქვეყანა ზრუნავს საკუთარი სუვერენიტეტის დაცვაზე, საკუთარი სუვერენული უფლებების დაცვაზე, მათ შორის საქართველოც.
და მე მოხარული ვარ, რომ ვიქტორ ორბანმა მსგავსი განცხადება გააკეთა. ეს კიდევ ერთი აღიარებაა იმ პოლიტიკის ისტორიისა, რომელიც დღეს საქართველოშია და რომელმაც საქართველო გადაარჩინა დიდ ტრაგედიას, რომელშიც უპირებდნენ გარევას“, - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.