არჩილ გორდულაძე: ოპოზიციას პარლამენტში სიარული ეზარება, მაგრამ ხელფასის აღება - არა, ისინი საქმის კეთების ბოიკოტში არიან

არჩილ გორდულაძე: ოპოზიციას პარლამენტში სიარული ეზარება, მაგრამ ხელფასის აღება - არა, ისინი საქმის კეთების ბოიკოტში არიან

ოპოზიცია საქმის კეთების ბოიკოტშია, პარლამენტში სიარული ეზარებათ, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ოპოზიციას ეზარება პარლამენტში სიარული, მაგრამ ხელფასის აღება - არა. იმ პრივილეგიით სარგებლობენ, რაც ხელფასის სახით გამოიხატება. პარლამენტში მოსვლა, დაჯდომა და რეალური საქმის კეთება, მსჯელობაში ჩართვა, დისკუსია ამ ხნის განმავლობაში მათი მხრიდან გახსოვთ?“, - აღნიშნა გორდულაძემ.