არჩილ გორდულაძე: ოპოზიცია ახლა ყველაფერს გააკეთებს, რომ პოპულისტური მესიჯბოქსი დაალაგოს, ხალხი როგორმე შეცდომაში შეიყვანოს, მოიტყუოს, იჯამბაზოს და საბოლოო ჯამში ბნელი შედეგი მიიღოს, მაგრამ ისინი საზოგადოებას ვერ მოატყუებენ

არჩილ გორდულაძე: ოპოზიცია ახლა ყველაფერს გააკეთებს, რომ პოპულისტური მესიჯბოქსი დაალაგოს, ხალხი როგორმე შეცდომაში შეიყვანოს, მოიტყუოს, იჯამბაზოს და საბოლოო ჯამში ბნელი შედეგი მიიღოს, მაგრამ ისინი საზოგადოებას ვერ მოატყუებენ

ოპოზიცია ახლა ყველაფერს გააკეთებს, რომ პოპულისტური მესიჯბოქსი დაალაგოს, ხალხი როგორმე შეცდომაში შეიყვანოს, მოიტყუოს, იჯამბაზოს და საბოლოო ჯამში ბნელი შედეგი მიიღოს - ეს გამორიცხულია, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკაში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას ჰგონია, რომ საზოგადოებას მახსოვრობის პრობლემა აქვს, რაც ასე არ არის.

„ორმაგი და ოთხმაგი სტანდარტი, თუ უკვე რამდენმაგი სტანდარტია ვეღარ გავიგე. ამ ადამიანებს ქართველი ხალხის შეურაცხყოფა თითქოს ჩვევაში აქვს უკვე გადაზრდილი და ჰგონია, რომ ხალხს და ჩვენს საზოგადოებას მახსოვრობის პრობლემა აქვს. ეს რა თქმა უნდა ასე არ არის და ყველას კარგად ახსოვს რა განცხადებებით გამოირჩეოდა „ნაცმოძრაობის“ ნაპროკურორალი გვარამია, როდესაც „ბორჯომთან“, ღვინოსთან დაკავშირებულ განცხადებებს აკეთებდა, მე ამ სიტყვებს ვერ გავიმეორებ. ვნახეთ რა განცხადებებით იყო ე.წ. პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რა სიტყვებით ამკობდა ხოლმე, მაგრამ რა ვნახეთ? ის, რომ რამდენიმე ხნის წინ პრეზიდენტმა შეიწყალა ნიკა გვარამია. ესეც ხომ ორმაგი სტანდარტია. ახლა ყველაფერს გააკეთებენ, რომ პოპულისტური მესიჯბოქსი დაალაგონ, ხალხი როგორმე შეცდომაში შეიყვანონ. მოიტყუონ, იჯამბაზონ და საბოლოო ჯამში ბნელი შედეგი მიიღონ, რაც გამორიცხულია. ისინი ვერ მოატყუებენ საზოგადოებას, ამის მინიმალური შანსიც კი არ არსებობს“,- აღნიშნა გორდულაძემ.