სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ უნგრეთში ვიზიტის დროს დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა არ გამოუცხადებს ბოიკოტს ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობას.
პელეგრინის თქმით, სლოვაკეთის მთავრობის წარმომადგენლები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ უნგრული მხარის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.
„მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ სლოვაკეთი არ მიიღებს მონაწილეობას და არ შეუერთდება ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობის ბოიკოტს“, - აღნიშნა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.
„ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს, ვიმოქმედოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მთავრობის სუვერენული პოზიციის საწინააღმდეგოდ მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმეს არ მოსწონს მისი ქმედებები“, - დასძინა მან.