არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ტესტავენ სხვადასხვა კონფიგურაციას. რას ემსახურება ეს გაერთიანებები და დაშლები? ეს არის, რომ როგორმე შეძლონ, რომ მიუახლოვდნენ საარჩევნო ბარიერს

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ტესტავენ სხვადასხვა კონფიგურაციას. რას ემსახურება ეს გაერთიანებები და დაშლები? ეს არის, რომ როგორმე შეძლონ, რომ მიუახლოვდნენ საარჩევნო ბარიერს

რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ ტესტავენ სხვადასხვა კონფიგურაციას, - ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ ისაუბრა.

მისი თქმით ვინ ვისთან გაერთიანდება, ამას ოპოზიციური პარტიები თავად ვერ წყვეტენ და ელოდებიან მათი დამფინანსებლების განკარგულებას.

„რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ ტესტავენ სხვადასხვა კონფიგურაციას. ჩვენ, ხომ „ნაცების“ საარჩევნო კამპანიაზე ვსაუბრობთ?! ამდენი ხნის განმავლობაში გაგიგიათ ერთი, რაიმე ხელშესახები საკითხი, რომელზეც ჰპირდებიან ქართველ საზოგადოებს, რომ მოაგვარებენ. რაიმე დაპირება გახსოვთ მათი? ან რაიმე საკითხი, რომელზეც რეალურად ემსჯელათ. ერთადერთი დაპირება აქვთ, რომ „ქართული ოცნება“ წავიდეს და ჩვენ უნდა მოვიდეთო. და რატომ უნდა მოვიდნენ, იმიტომ, რომ ძალაუფლებაში უნდათ დაბრუნება. რა თქმა უნდა, ეს მათზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ ვნახეთ მაგალითად გახარია -„ლელოს“ ურთიერთ ტანგო. როდესაც ხან დაშორდებიან ხოლმე ერთმანეთს და ხან მიუახლოვდებიან. ჯერ ერთი თითქოს გახარიამ თქვა, რომ მე „განაცებისგან“ უნდა დავიცვა „ლელოო“. მერე ნახა რა რეაქციები მოჰყვა საზოგადოებაში და თითქოს ახლა თავს იკავებს და ვერ ბედავს, რომ „ლელოსთან“ გაერთიანდეს. ამავე დროს, ჩვენ ვნახეთ ხაზარაძის ოთხი შეკითხვა და რეალურად ოთხი კი არა, რეალურად ერთი შეკითხვა აქვს, ისევ თავის დავალების მიმცემთან, რომ „ბატონო უფროსო, ახლა დრო მოვიდა გავერთიანდეთ თუ არ გავერთიანდეთ?“. რას ემსახურება, რა მიზანს ეს გაერთიანებები, დაშლები და შეკრებები, ეს არის, რომ როგორმე შეძლონ, რომ მიუახლოვდნენ საარჩევნო ბარიერს“,-განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მისივე თქმით ოპოზიციამ კარგად იცის, რომ მათი მხარდამჭერების რიცხვი არ იზრდება და ამას გამოკითხვებიც ადასტურებს. არჩილ გორდულაძის განცხადებით, ამომრჩეველმა 8-ჯერ უთხრა უარი „ნაცებს“ და ეს იქნება მეცხრე არჩევნები, როდესაც ისინი საზოგადოებისგან მორიგ უარს მიიღებენ.