თავისუფლების მოედანი იქნება ის ბოლო გაჩერება მაგათთვის, როცა 26 ოქტომბერს ხალხი ჩაუშვებს ამ გაჩერებაზე და შემდეგ აღარ მიუშვებს პოლიტიკასთან, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ლიდერი გურამ მაჭარაშვილი პარტია „ლელოს“, და „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედნის“ ახალ გაერთიანებას.
„ვნახეთ ახალი და ძველი „ნაცმოძრაობა“ ანუ მიზანი ერთი აქვთ, ასევე, ახლა ვითომ მესამე ძალამ „ლელომ“ შეიერთა ანა დოლიძის პარტია და არასამთავრობო სექტორის ახალი პარტია, სახელწოდებით „თავისუფლების მოედანი“. ახლა აკლიათ გახარია და ნამდვილად, „თავისუფლების მოედანი“ იქნება ის ბოლო გაჩერება მაგათთვის, როცა 26 ოქტომბერს ხალხი ჩაუშვებს ამ გაჩერებაზე და შემდეგ აღარ მიუშვებს პოლიტიკასთან“,- აღნიშნა მაჭარაშვილმა.