არჩილ გორდულაძე: საქართველოს შეუძლია უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშოს როგორც ევროკავშირისთვის, ასევე მეზობელი ქვეყნებისთვის

არჩილ გორდულაძე: საქართველოს შეუძლია უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშოს როგორც ევროკავშირისთვის, ასევე მეზობელი ქვეყნებისთვის

შეუძლებელია არ დავეთანხმოთ პრემიერს, რომ საქართველოს შეუძლია უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშოს როგორც ევროკავშირისთვის, ისე მეზობელი ქვეყნებისთვის და განსაკუთრებით ეს როლი ეკონომიკურ საკითხებში და დაკავშირებადობის ზრდაში გამოიხატება, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ევროკავშირისა და საქართველოს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.

„ჩვენ ამისთვის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა, ასევე ე.წ. ელექტროსადენის პროექტი და ამ კუთხით საქართველოს როლი უმნიშვნელოვანესია გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. შესაბამისად, არამხოლოდ საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არამედ საქართველოს შეუძლია ევროკავშირისთვის უდიდესი როლი შეასრულოს და ჩვენი ინტერესები ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა ცალსახად ემთხვევა ერთმანეთს“, - აღნიშნა გორდულაძემ.