ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში მიუთითებს იმას, რომ საქართველოში არის სასურველი და კარგი საინვესტიციო კლიმატი.
როგორც მან „ქრონიკასთან“ საუბრისას აღნიშნა, ეს ბევრი მიმართულებით აჩვენებს ქვეყნის წინსვლას და სტაბილურობას.
„აქვე, ისიც უნდა ითქვას, რომ სწორედ არის აღნიშნული ის მძიმე გამოწვევები, რის წინაშეც ქვეყანა და ზუსტადაც, ეკონომიკური კუთხით იდგა წინა ხელისუფლების დროს. ამის უგულებელყოფა ვერ ხდება და ვერც მოხდება და სწორედ აქედან გამომდინარე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის პროგრესი, რაც სწორედ ამ ათწლიანი პერიოდის განმავლობაში ჰქონდა ქვეყანას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.