ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის ახალგაზრდული საბჭოების წევრებს შეხვდნენ

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის ახალგაზრდული საბჭოების წევრებს შეხვდნენ

თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი და პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოების წევრებს შეხვდნენ.

 დეპუტატებმა ახალგაზრდებს საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციები და საქმიანობა  გააცნეს. ყურადღება გამახვილდა განათლებაზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.

 „შეხვედრაზე  ძალიან ბევრ თემებს შევეხეთ, მათ შორის, განათლების საკითხებს. ვისაუბრეთ სასკოლო, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე. ასევე ახალგაზრდების კარიერულ განვითარებაზე", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

 შეხვედრას ესწრებოდნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი და მერის მოადგილე ნინო ბატიაშვილი.

 ახალგაზრდებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.