გიორგი გაბიტაშვილი: ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო, ბოლო პერიოდში, ძალიან აქტიურად არის ჩართული

გიორგი გაბიტაშვილი: ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო, ბოლო პერიოდში, ძალიან აქტიურად არის ჩართული

ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო, ბოლო პერიოდში, ძალიან აქტიურად არის ჩართული. ჩვენ ვმონაწილეობთ, არაერთ საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში, - ამის შესახებ ახალმა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ე.წ. წიგნების საქმეც სწორედ ასეთ საგამოძიებო ჯგუფში ჩვენი აქტიური ჩართულობის და მრავალი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შედეგია. ამ საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია ხუთი პირი, დაგეგმილია კიდევ სხვა ღონისძიება, რომლის დეტალზე ბუნებრივია ახლა ვერაფერს გეტყვით და გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ ეს საქმე კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, - აღნიშნა მან.