გიორგი ვოლსკი: გახარიამ „ნაცმოძრაობასთან“კოალიცია უკვე შექმნა - სააკაშვილს გაუხსნა გზა. მისი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი იყო, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია გამოეწვია

გიორგი ვოლსკი: გახარიამ „ნაცმოძრაობასთან“კოალიცია უკვე შექმნა - სააკაშვილს გაუხსნა გზა. მისი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი იყო, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია გამოეწვია

გიორგი გახარიამ „ნაცმოძრაობასთან“კოალიცია უკვე შექმნა - სააკაშვილს გაუხსნა გზა. მისი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი იყო, რომ დესტაბილიზაცია გამოეწვია საქართველოში და პროცესი განევითარებინა, მით უმეტეს, მელიას მხრიდან კანონის აშკარა დარღვევა იყო, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ მედიასთან განაცხადა.

„ვფიქრობ, ამ ძალების გათამაშება და გადალაგება სწორედ იმიტომ ხდება, რომ ახალგაზრდების ზურგზე კარგად მოირგონ ადგილი, შემოახტნენ და მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში, თუმცა არ მგონია, წარმატება ჰქონდეთ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

„ლელო“, ანა დოლიძე და „თავისუფლების მოედანი“ გაერთიანდნენ. „ლელოში“ გახარიასთან ალიანსაც არ გამორიცხავენ.

„ლელოს“ გაერთიანება არასამთავრობო ორგანიზაციასთან მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ენჯეოების უკან პოლიტიკური ინტერესებია.

მერაბ.g დესტაბილიზაცია გახარიას გადადგომამ კი არა, მას რომ არ დაუჯერეთ და მელია შტურმით რომ დაიჭირეთ, იმან გამოიწვია - მელიას დაჭერა თუ სწორი იყო რატომ გაუშვით? გახარიამ გაუშვა? გახარიამ მოაწერა ხელი 19 აპრილის სამარცხვინო შეთანხმებას?
სააკაშვილისთვის პრემიერის ადგილი სააკაშვილის ცამოსვლამდე 8 თვით ადრე გაანთავისუფლა? ჯანმრთელად ხომ ხარ ვოლსკი?
ხალხი ამბობს, რომ ნაცებთან უველაზე მჭიდრო კავშირში თქვენ ქოცები ხართ - გვახსოვს, როცა იუსტიციის საბჭოს 3 წევრი გყავდათ აუცილებლად გასაყვანი და ნაცებმა დაგახმარეს 4 ხმა; არა?
3 თვის უკან