გიორგი გაბიტაშვილი: პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკაში დაკავებულია ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ერთი პირი. იმედს გამოვთქვამ, რომ მსჯავრდებული დროულად წარდგება ქართული მართლმსაჯულების წინაშე

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკაში დაკავებულია ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ერთი პირი, - ამის შესახებ ახალმა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დაკავებულია უშუალოდ, დანაშაულის აღმსრულებელი, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფურად შეკვეთილი მკვლელობის ჩადენაში.

„პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკაში დაკავებულია ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ერთი პირი. უშუალოდ, დანაშაულის აღმსრულებელი, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფურად შეკვეთილი მკვლელობის ჩადენაში.

მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები. იმედს გამოვთქვამ, რომ მალე დასრულდება ეს პროცედურები და მსჯავრდებული დროულად წარდგება ქართული მართლმსაჯულების წინაშე“, - აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა.