მამუკა მდინარაძე: თავისი სახელი „ნაცობას“, როგორც ბოროტ, ბნელ იდეოლოგიას უნდა დაერქვას, ამ შემთხვევაში იქნება მომავალი ნათელი და დაიჯერებს ქართველი ხალხი უფრო მაგრად, რომ ღირსებით მოხვდებიან საერთო დიდ ევროპულ ოჯახში

მამუკა მდინარაძე: თავისი სახელი „ნაცობას“, როგორც ბოროტ, ბნელ იდეოლოგიას უნდა დაერქვას, ამ შემთხვევაში იქნება მომავალი ნათელი და დაიჯერებს ქართველი ხალხი უფრო მაგრად, რომ ღირსებით მოხვდებიან საერთო დიდ ევროპულ ოჯახში

თავისი სახელი „ნაცობას“, როგორც ბოროტ, ბნელ იდეოლოგიას უნდა დაერქვას, ამ შემთხვევაში იქნება მომავალი ნათელი და ამ შემთხვევაში დაიჯერებს ქართველი ხალხი უფრო მაგრად, რომ მისი გზა არის ევროკავშირში და ღირსებით მოხვდებიან ამ საერთო დიდ ევროპულ ოჯახში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სამშობლოს უღალატეს და თვეებით ადრე სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოაგდეს სამშობლოს ღალატის მუხლი.

„მეც ვთქვი ჩემს სიტყვაში, როდესაც გამოვდიოდი ოფისისა და კამპანიის გახსნაზე, რომ დიახ, რეჟიმი უნდა გასამართლდეს, ეს აბსოლუტურად სხვა რაღაცაა. ეს პოლიტიკური მდგენელითაც შემოდის ჩვენს სიტყვაში, იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივი აქტი. ეს არის მიდგომა, რომელიც ხალხის მაღალი ლეგიტიმაციით ნიშნავს იმას, რომ თავისი სახელი უნდა დაერქვას რეჟიმს. ანუ, ამაში შემოდის სახალხო ლეგიტიმაციის მდგენელი. ამას ვგულისხმობ, სპეკულაცია რომ არ შეძლოთ.

ის, რომ „ნაც.მოძრაობის“ რეჟიმი უნდა გასამართლდეს, რა გააკეთეს 2008 წლის ომთან მიმართებაში, მაგალითად, ეს არის საკითხი, რომელსაც თავისი სახელი, სამართლებრივი სტატუსიც უნდა მიენიჭოს ჩემი აზრით. რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთი არის ომის დამნაშავე საქართველოსთან მიმართებაში, „ქართული ოცნების“ დიდი ძალისხმევით და „ნაც.მოძრაობის“ დამალული მტკიცებულებების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ და საქართველომ, ქართულმა სახელმწიფომ რუსეთს მოუგო დავა, მაგრამ ახლა მისაყოლია ყველა დეტალი. მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 2 თვეში რომ ხელს უწერ ოკუპანტს, რომ შენმა სამხედროებმა დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები და კასეტური ბომბებით დაბომბეს ცხინვალი და მერე შენი ჟურნალისტები რომ დერეფნებში დაგვდევენ ომი ვინ დაიწყო, ომი ვინ დაიწყოო, ასეთი თვალთმაქცობა რაღაცას ნიშნავს.

ღალატი ჩაიდინეს პირდაპირ, სამშობლოს უღალატეს და სხვათა შორის, თვეებით ადრე სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოაგდეს სამშობლოს ღალატის მუხლი. ეს გამოსაძიებელი არ არის? სამშობლოს ღალატის მუხლი ამოაგდეს, გააქრეს კოდექსიდან, ორ თვეში ხელი მოუწერეს, რომ ჩვენ დავიწყეთო, ჩვენ დავბომბეთო, ამის აღიარება გააკეთეს და ამას სახელი თუ არ დაერქვა, ყოველთვის მოახერხებენ ისინი, რომ ჰაერზე ხან რუსს დაგიძახებენ, ხან რუსულ კანონს დაარქმევენ „გამჭვირვალობის კანონს“. ეს სპეკულაციის საშუალება უნდა მოესპოთ მათ და თავისი სახელი „ნაცობას“, როგორც ბოროტ, ბნელ იდეოლოგიას უნდა დაერქვას და ამ შემთხვევაში იქნება მომავალი ნათელი და ამ შემთხვევაში დაიჯერებს ქართველი ხალხი უფრო მაგრად, რომ მისი გზა არის ევროკავშირში და ღირსებით მოხვდებიან ამ საერთო დიდ ევროპულ ოჯახში“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.