რომ საუბრობთ პარკინგები გავაკეთოთო, მიუთითეთ, მანახეთ ძველ ან ახალ თბილისში ადგილები, სადაც შეიძლება პარკინგები გააკეთო. არ არის ასე მარტივად, სადაც შესაძლებელი იყო მაქსიმალურად გავაკეთეთ,- ასე უპასუხა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ალექსანდრე რაქვიაშვილის სიტყვას ქალაქში პარკინგების მოწყობასთან დაკავშირებით.
ზარქუას თქმით, სადაც შესაძლებელია პარკინგების გაკეთება, გამოცხადდა, რომ კერძო სექტორს გაეკეთებინა პარკინგები, მაგრამ მათი მხრიდან დაინტერესება არ არის.
„რომ საუბრობთ პარკინგები გავაკეთოთო, მიუთითეთ, მანახეთ ძველ ან ახალ თბილისში ადგილები, სადაც შეიძლება პარკინგები გააკეთო. არ არის ასე მარტივად. სადაც შესაძლებელი იყო მაქსიმალურად გავაკეთეთ, სადაც შესაძლებელია გამოვაცხადეთ, რომ კერძო სექტორს გაეკეთებინა პარკინგები, მაგრამ არ შემოდიან, დაინტერესება არ არის. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი და ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს კერძო მანქანები და წავახალისოთ საზტრანსპორტი. გამოწვევა ასეთია და თუ რამე უკეთესს მოძებნი, აგერაა არჩევნები, დადე და შეიძლება მეც დაგიჭირო მხარი. ჯერჯერობით რომელიმე პარტიას ლაპარაკის ნაცვლად რამე გეგმა წარმოედგინა არ მინახავს. საქმე საქმეზე რომ მიდგება, საქმეს ჩვენ ვაკეთებთ და შედეგიც არის“, - აღნიშნა ზარქუამ.