გაგიშიფრეთ მტკიცებულება და თავადაც აღიარა ლაკა ხოშტარია, რომ რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან მილიონობით რუბლს იღებს. ამაზე რეაქცია არ გაქვთ და ახლა ხართ გაწიწმატებულები, რომ ვიღაცის, ვინც მუშაობს მოსამართლედ, მისი მეუღლე მუშაობდა ვაჭრობის სამინისტროში. ეს ორმაგი სტანდარტი ჩემი აზრით, უნდა განაგდოთ, - უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციური მედიის კითხვას მოსამართლე როინიშვილის მეუღლის რუსეთის ვაჭრობის სამინისტროში წარსულში მუშაობის შესახებ.
მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ საქართველოდან რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი ცხოვრობს და მუშაობს რუსეთში.
„ხმას არ იღებთ წლებია უკვე, იმაზე, რომ რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან მილიონობით რუბლით ფინანსდება ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერი და როინიშვილის მეუღლე სადღაც მუშაობდა და მიუღებელია თუ არაო? აგენტი გაგიშიფრეთ და ხმას არ იღებთ.
ჩემი აზრით, თქვენ რასაც მეკითხებით, ვერანაირად ვერ შეედრება ვერც ერთ იმ უმსგავსობას, რომელზეც თქვენ თვალს ხუჭავთ. ეს მისი საქმეა, სად მუშაობდა. შეიძლება, ვიღაცამ გააკრიტიკოს კიდეც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა და მისი მეუღლე სადღაც მუშაობდა, მაგრამ ვაჭრობის სამინისტრო „კაგებე“ და „ფეესბე“ არ არის. ჩვენ გაგიშიფრეთ თქვენ მტკიცებულება და თავადაც აღიარა ლაკა ხოშტარიამ, რომ რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან მილიონობით რუბლს იღებს. ამაზე რეაქცია არ გაქვთ და ახლა ხართ გაწიწმატებულები, რომ ვიღაცის, ვინც მუშაობს მოსამართლედ, მისი მეუღლე მუშაობდა ვაჭრობის სამინისტროში. ეს ორმაგი სტანდარტი ჩემი აზრით, უნდა განაგდოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.