ყურადღებას გავამახვილებ ისეთ საკითებზე, როგორიცაა გრძელმანძილზე მოქმედი იარაღის მოწოდება, საჰაერო თავდაცვა და ენერგო სისტემა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დიდ ბრიტანეთში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მთავარია, რომ შენარჩუნდეს ერთობა ევროპაში, რადგან ამ დროს მიიღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ერთობა ევროპაში, რადგან ერთობას ყოველთვის მოაქვს ძლიერი გადაწყვეტილებები, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. მეც ყურადღებას გავამახვილებ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გრძელ მანძილზე მოქმედი იარაღის მოწოდება, საჰაერო თავდაცვა და ენერგო სისტემა“,-განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.