ნინო ფოჩხუა: გუშინ იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის ზოგიერთი სპიკერისგან მოდიოდა დაუმსახურებელი, სიცრუეზე აგებული, ხელისუფლების დამუნათება, სიმართლემ ბოლოს მაინც იპოვა თავისი გზა

ნინო ფოჩხუა: გუშინ იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის ზოგიერთი სპიკერისგან მოდიოდა დაუმსახურებელი, სიცრუეზე აგებული, ხელისუფლების დამუნათება, სიმართლემ ბოლოს მაინც იპოვა თავისი გზა

აი ასეა, როცა ამდენი შიდა და გარე მტრების გარემოცვაში ხელისუფლება ახერხებს და ავითარებს ქვეყანას, როცა სიმართლეზე დგას მისი ყველა მოქმედება, როცა გუშინ იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის ზოგიერთი სპიკერისგან მოდიოდა დაუმსახურებელი, სიცრუეზე აგებული, ხელისუფლების დამუნათება, სიმართლემ ბოლოს მაინც იპოვა თავისი გზა, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციების მხრივ პირობები კარგია, სხვა რეგიონულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ხელსაყრელია, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი რეგიონში, ქვეყანა მაღალ საფეხურზეა.

ფოჩხუას თქმით, გაუგონარი ამბავია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, თან ამუნათებდე და თან აქებდე საქართველოს ხელისუფლებას მიღწეული წარმატებებისთვის. მანვე აღნიშნა, რომ საინტერესოა პარტიული, ვითომ ოპოზიციური ტელევიზიები რა შეფასებას მისცემენ დღევანდელ ანგარიშს.

„გაუგონარი ამბავია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, თან ამუნათებდე და თან აქებდე საქართველოს ხელისუფლებას მიღწეული წარმატებებისთვის.

თურმე საქართველო წინ მიიწევს, ეკონომიურად ვითარდება, საინვესტიციო გარემო ყველაზე ხელსაყრელია სხვა რეგიონალურ ქვეყნებთან შედარებით, ბიზნესის პირობები კარგია და ა.შ.

თავის ანგარიშში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს არც ის დავიწყებია თუ როგორი ბიზნეს გარემო იყო წინა ხელისუფლების დროს, ქონების იძულებით გადაცემა და ბიზნეს ტერორი რომ ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ანგარიშში აღნიშნულია თუ როგორ ცდილობს საქართველო, უკრაინა-რუსეთის ომის შემდგომ, მოირგოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით გაზრდილი ვაჭრობის შუა დერეფანი, რაც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს მნიშვნელობასა და წინსვლას.

აი ასეა, როცა ამდენი შიდა და გარე მტრების გარემოცვაში ხელისუფლება ახერხებს და ავითარებს ქვეყანას, როცა სიმართლეზე დგას მისი ყველა მოქმედება, როცა გუშინ იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის ზოგიერთი სპიკერისგან მოდიოდა დაუმსახურებელი, სიცრუეზე აგებული, ხელისუფლების დამუნათება, სიმართლემ ბოლოს მაინც იპოვა თავისი გზა.

ძალიან საინტერესოა პარტიული, ვითომ ოპოზიციური ტელევიზიები რა შეფასებას მისცემენ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელ ანგარიშს თუ არ ახსენებენ საერთოდ“, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა.