საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სააქტო დარბაზში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გველესიანი სტუდენტებს შეხვდა. მან ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა, შეკითხვებს უპასუხა და დამსწრე საზოგადოებას პროფესიული რჩევებიც გაუზიარა.
გიორგი გველესიანს სანაკრებო დებიუტი მონტენეგროსთან ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა, რის შემდეგაც ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთის, პორტუგალიისა და ესპანეთის წინააღმდეგ ჯამში 163 წუთი ითამაშა.