პარტია „ლელო“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ გაერთიანდნენ.
როგორც სამი პოლიტიკური პარტიის გაერთიანების პრეზენტაციაზე „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ევროპული არჩევანი არის ეროვნული არჩევანი, რისთვისაც საჭიროა ერთობა.
„ასეთი ერთობით დავიწყებთ ჩვენს მოღვაწეობას. ყველა ჩვენგანს გვინდა ერთი რამ – ძლიერი საქართველო, ფეხზე დამდგარი, წელში გამართული, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, გვინდა ჩვენი შვილებისთვის მშვიდობა, სტაბილური განვითარება, გვინდა ადგილი, სადაც საქართველოს მიეცემა თავისი ძვირფასი ტრადიციების, თავისი მომავლის ყველაზე კარგად წარმოჩენა. ეს ადგილი არის ევროპა.
ჩვენ არ ვართ პატარა ერი, არც პატარა ქვეყანა ვართ. ჩვენ ვართ დიდი ტრადიციებისა და ისტორიის ქვეყანა. რატომ არის გადამწყვეტი ბრძოლა? რადგან ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის მიღებიდან ასეთი კრიტიკული ზღვარი არცერთ არჩევანზე არ ჰქონია. ჩვენი ქვეყნის არჩევანის სხვა მიმართულებით ასე რადიკალური შემოტრიალება, რასაც რუსული ჭაობი ჰქვია, არ დამდგარა ქვეყნის წინაშე. ამიტომ, ყოველგვარი გადამეტების გარეშე, 26 ოქტომბრის არჩევნები არის წყალგამყოფი, ან ვიქნებით ჭაობში, ან ვიქნებით თავისუფალ სამყაროში ღირსეულად და იქ, სადაც ჩვენი ქართველობა, მოქალაქეობა, დროშა და გერბი იქნება ძალიან მაღლა აწეული.
სწორედ ამისთვის, ყველა სხვა რაღაცასთან ერთად, საჭიროა ერთი რამ, რომელსაც ჰქვია ერთობა. ბრძოლა არის დიდი და ძლიერ საქართველოს გაერთიანების გარეშე ვერ დავაყენებთ ფეხზე. ევროპული არჩევანი არის ეროვნული არჩევანი. ვინც სხვანაირად ამბობს, ის არის ან გზააბნეული, ან ჩვენი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. ეროვნული არჩევანია სწორედ ის, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ. ერთობით გავიმარჯვებთ აუცილებლად“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ახლა კითხვებზე: გახარიამ გარკვევით თქვა, რომ არც ოცნებას და არც ნაცებს კოალიციას არ შევუკრავო.. თუმდა ის ძალა~ცოცხიანები, ვისთანაც შენ გქონდა და გაქვს თანამშრომლობა, შეუდარებლად მიუღებელია ხალხისთვისაც და მორალისთვისაც, ვიდრე ოცნება! ხაზარაძისნაირი ცოცარო უნდა იყო, რომ ნაცებს ეტმასნებოდე და ოცნებას ვერ იტანდე!
ანაკლია; ერთი ხელი მოისვი ხაზარაძე! ანაკლიის ტენდერი რომ მოიგე, მერე 5-ჯერ შეაცვლევინე პირობა ... ბოლოს მოინდომე - პორტი რომ ამუშავდება, მოგება მე და თუ წაგება იქნა, სახელმწიფომ ზღოსო!!! გაბედე და თქვი რომ არა!
და კიდევ: 5 წელი აწვალებდი ამ საქმეს; ინვესტორი რატომ ვერ მიიზიდე? ტყუილი არ იყოს!!! "აკვა..." რაღაცა გყვდა ამერიკული ფირმა რაღაც მცირე ნაწილში და იმანაც მიგატოვა!
20 ივნისის სამე პასუხჰაცემულია - აღკვეთილიქნა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა!
ის რარაც წერილი, თუ ქაღალდი წვრილად დაახვიე და იმ შემს სააზროვნო ორგანოში გაიკეთე!
გახარიას ვურჩევ, შენს გვერდით პარლამენტში უმრავლესობით გასვლას (ვთქვათ) გარეთ დარცენა ერჩივნოს! ცხოვრება ხვალ არ მთავრდება და ხაზარაძის გვერდით დგომის ლაქას სიკვდილამდე ვერ მოიშორებს!