ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე სტრასბურგში, ევროპარლამენტის ახალარჩეულ წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან ევროპარლამენტის წევრებთან, სადაც განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური საკითხები, საქართველოში მიმდინარე პროცესები, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის პერსპექტივები.
პირველი პლენარული სხდომის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტად რობერტა მეცოლა და 14 ვიცე-პრეზიდენტი იქნა არჩეული. აღსანიშნავია, რომ სიტყვით გამოსვლისას, რობერტა მეცოლამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასთან მიმართებაში ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე ისაუბრა.