გამოკითხვის შედეგების თანახმად, „დემოკრატიული“ პარტიის მხარდამჭერთა თითქმის 2/3 აცხადებს, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უნდა გამოეთიშოს საპრეზიდენტო რბოლას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.
გამოკითხვა ძირითადად ჩატარდა ტრამპის მკვლელობის მცდელობამდე. გაურკვეველია, იმოქმედა თუ არა ტრამპზე თავდასხმამ ბაიდენის შესახებ მოქალაქეების შეხედულებებზე.
გამოკითხვა ასევე იძლევა გარკვეულ მტკიცებულებებს, რომ ფერადკანიანი „დემოკრატები“ ბაიდენის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერები არიან.