პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი საპარლამენტო არჩევნებში „ხალხის ძალისა“ და „ქართული ოცნების“ საერთო სიით გასვლას ეხმიანება.
დეპუტატის თქმით, ქართულ ოცნებას და ხალხის ძალას ღირებულებითი ერთობა აქვთ. სეფაშვილი 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიზანი არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა.
„"ხალხის ძალა" და "ქართული ოცნება" ერთად მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენ ღირებულებით ერთობა გვაქვს და არც არასდროს გვქონია განსხვავებული შეფასებები. ეს არჩევნები არის მნიშვნელოვანი იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვაპირებთ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლას. სხვადასხვა გამოკითხვები ადასტურებს, რომ ამჟამად უმრავლესობის გუნდს 60%- იანი მხარდაჭერა აქვს. ხალხისთვის კიდევ უფრო ცხადი გახდება ის დეზინფორმაცია, რასაც ოპოზიცია ავრცელებს საზოგადოებაში და ესეც შეუმცირებს მათ მომხრეებს. ოპოზიცია ყოველთვის ქვეყნის და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს, ასე რომ, მათი დამარცხება გარდაუვალია,“- აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.