დიმიტრი ჩიქოვანი კეზერაშვილის და ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრას უარყოფს, თუმცა „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომ თინა ბოკუჩავა ამერიკაშია, ადასტურებს

დიმიტრი ჩიქოვანი კეზერაშვილის და ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრას უარყოფს, თუმცა „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომ თინა ბოკუჩავა ამერიკაშია, ადასტურებს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი ჩიქოვანი „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომ ლარნაკაში ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად დავით კეზერაშვილს შეხვდნენ, არ ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ კვიპროსში ნამდვილად იმყოფებოდა სიძესთან.

კითხვაზე, დააყენა თუ არა კვიპროსში გამართულ შეხვედრაზე კეზერაშვილმა საკითხი, რომ საარჩევნო კამპანია ჩიქოვანმა აკონტროლოს, ჩიქოვანი პასუხობს, რომ საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელი ჰყავს, რომელიც კარგად ხელმძღვანელობს პროცესს.

„საარჩევნო შტაბს ჰყავს თავისი ხელმძღვანელი, ის ძალიან კარგად უხელმძღვანელებს ყველაფერს. ხშირად დავდივარ ჩემს სიძესთან [კეზერაშვილთან]“ - აღნიშნა ჩიქოვანმა „ქრონიკასთან“ საუბარში.

კითხვაზე იმყოფებოდა თუ არა მასთან ერთად გიორგი ვაშაძე, პეტრე ცისკარიშვილი და თინა ბოკუჩავა, კეზერაშვილის ცოლის აცხადებს, რომ ბოკუჩავა ამერიკაშია.

„არ მინახავს. ქალბატონი თინათინი ამერიკაშია“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი ლარნაკაში ოპოზიციონერ ლიდერებს შეხვდა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე, აღმასრულებელი მდივანი დავით კირკიტაძე და პოლიტ-საბჭოს წევრი დიმიტრი ჩიქოვანი ესწრებოდნენ. არსებული ინფორმაციით, თინა ბოკუჩავა კვიპროსზე გამართული შეხვედრიდან გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში.