„ქართული ოცნება“ არის ერთადერთი გუნდი, რომელიც 26 ოქტომბერს დამაჯერებლად გაიმარჯვებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ მედიასთან განაცხადა.
„ჩვენ ვართ ერთადერთი გუნდი, რომელიც ზრუნავს ქვეყნის მომავალზე, ჩვენს უსაფრთხოებაზე და როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ გადარჩენაზე. ჩვენ საზოგადოების წინაშე წარვდექით ერთი მოწოდებით - მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებითა და კეთილდღეობით არის შესაძლებელი, რომ მხოლოდ ევროპისკენ ვიაროთ“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
გუშინ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.