აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა სააგენტო Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას სანქციები არ უყვარს.
„რასაც ჩვენ სანქციებთან დაკავშირებით ვაკეთებთ, არის ის, რომ ჩვენ ყველას ჩვენგან ვიშორებთ. შესაბამისად, მე არ მიყვარს სანქციები. მე ვფიქრობ, რომ ისინი ძალიან სასარგებლო იყო ირანთან მიმართებით, მაგრამ ირანთანაც ასეთი ძლიერი სანქციები არ მჭირდებოდა“, - თქვა ტრამპმა.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვას, ფიქრობს თუ არა ის რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქებაზე, თუ უკრაინაში ომის შეჩერებას შეძლებს, ტრამპმა დადებითად უპასუხა.