ბანგკოკის ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში ექვსი ადამიანის ცხედარი იპოვეს. დაღუპულებს შორის ვიეტნამის მოქალაქეები არიან.
მედიის ცნობით, სასტუმროში მისულმა სამართალდამცველებმა სამი გარდაცვლილი მამაკაცი და სამი ქალი იპოვეს. წინასწარი ვერსიით, ისინი მოწამლულები არიან. ვერსიებზე ოფიციალური უწყებები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.