დონალდ ტრამპს მხარდაჭერა ყოფილმა კონკურენტმა ნიკი ჰეილიმ გამოუცხადა

დონალდ ტრამპს მხარდაჭერა ყოფილმა კონკურენტმა ნიკი ჰეილიმ გამოუცხადა

დონალდ ტრამპი „რესპუბლიკური პარტიის“ ნაციონალურ ყრილობაში მონაწილეობას განაგრძობს. შეკრების მეორე სამუშაო დღეს, 5 ნოემბრის არჩევნებში მხარდაჭერა მას ყოფილმა კონკურენტმა, ნიკი ჰეილიმ გამოუცხადა. მან ტრამპს გამარჯვება უსურვა, თვის მომხრეებს კი მოუწოდა, არჩევანი ტრამპზე გააკეთონ.

„რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობაზე იგეგმება დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლა.