გიორგი ვაშაძე: სუს-ი დამსდევს და უნდა, სიყალბეზე გალაპარაკოთ, ჩემი და ჩემი მეუღლის საკითხი ჩემი გადასაწყვეტია და პეტრე ცისკარიშვილი რომელ რეისზე დაჯდება, ეს ჩემი საქმე არ არის

გიორგი ვაშაძე: სუს-ი დამსდევს და უნდა, სიყალბეზე გალაპარაკოთ, ჩემი და ჩემი მეუღლის საკითხი ჩემი გადასაწყვეტია და პეტრე ცისკარიშვილი რომელ რეისზე დაჯდება, ეს ჩემი საქმე არ არის

რაღაც ცრუ, ყალბ ინფორმაციას „შემოაგდებთ“ და ამაზე კომენტარები უნდა გიკეთოთ? დამთავრდა ხალხნო, დავასრულოთ დაპირისპირება, ერთიანობის დროა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

ჟურნალისტებმა ვაშაძეს კითხვა დაუსვეს კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში ჩასვლასა და დავით კეზერაშვილთან შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

„ტყუილია, რასაც ამბობთ. ჩემს მეუღლესთან ერთად სად წავალ, ეს თქვენი გასარჩევი არ არის. ქვეყნიდან წასული ვიყავი ორი დღით. რაღაც ცრუ, ყალბ ინფორმაციას „შემოაგდებთ“ და ამაზე კომენტარები უნდა გიკეთოთ? დამთავრდა ხალხნო, დავასრულოთ დაპირისპირება, ერთიანობის დროა. თავიდან ბოლომდე ტყუილია, რასაც ჰყვებით. ეგ არის სუს-ის მხრიდან თქვენს ტელევიზიებში შემოგდებული ინფორმაცია, რათა ავიარეისის დროს დამხვედროდით. საიდან გქონდათ ინფორმაცია, რომ მე თვითმფრინავზე ვიჯექი, ვინ მოგაწოდათ? თქვენს ტელევიზიებს მიაწოდა ეგ ინფორმაცია სუს-მა, რათა ყალბი ნარატივი შემოგეტანათ, რადგან სიყალბეში, დაპირისპირებაში გაცხოვრებთ. დაამთავრეთ რა ხალხნო, რასაც ყვებით, თავიდან ბოლომდე, ყველაფერი არის ტყუილი. სუს-ი დამსდევს და უნდა, სიყალბეზე გალაპარაკოთ, მე კი სიყალბეზე ლაპარაკში არ აგყვებით. რატომ არცერთმა სხვა ტელევიზიამ არ იცოდა თქვენ გარდა? რამდენი ჩამოვფრინდები, იმდენი ყალბი კითხვით რომ დამხვდებით, პასუხი უნდა გაგცეთ? ტყუილია ყველაფერი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან ჟურნალისტებმა ვაშაძეს ჰკითხეს, რა მიზნით იმყოფებოდა მასთან ერთად პეტრე ცისკარიშვილი, რაზეც ვაშაძემ აღნიშნა:

„ჩემი და ჩემი მეუღლის საკითხი ჩემი გადასაწყვეტია და პეტრე ცისკარიშვილი რომელ რეისზე და სად დაჯდება, ჩემი საქმე არ არის. რამდენი სუს-ი შემოგიგდებთ ინფორმაციას, რომ გიორგი ვაშაძე მოფრინავს და დახვდი აეროპორტში, რაღაც სისულელე ჰკითხეო, იმდენჯერ თუ დამხვდებით, ამით თქვენ სიმართლეს ვერ გაიგებთ“.

მერაბ.g მაინც საჯარო პირი რომ ხარ იმიტომ აინტერესებს მედიას, რას დაწანწალებ კეზერასთან, რა დაგავალა, თორემ თავში ქვა გიხლია! შენ რომ არაფერს წყვეტ, დამოუკიდებლად 5 კი არა 2%-ის ამღები რომ არა ხარ, ამას ყველა ხედავს
3 თვის უკან