ხაზარაძის პარტია “ლელოს” ლიდერებს წნორში NDI-იმ უმასპინძლა- პარტიის ლიდერებმა მოსახლეობას საარჩევნო დაპირებები გააცნეს

ხაზარაძის პარტია “ლელოს” ლიდერებს წნორში NDI-იმ უმასპინძლა- პარტიის ლიდერებმა მოსახლეობას საარჩევნო დაპირებები გააცნეს

მამუკა ხაზარაძის პარტიის “ლელოს" ლიდერებს, მედეა მეტრეველი და ანა ნაცვლიშვილს წნორში NDI-იმ უმასპინძლა.

ინფორმაციას ამის შესახებ თავად პარტია “ლელო” ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს და კახეთის რეგიონის მცხოვრებლებთან შეხვედრის შესაძლებლობისთვის და მასპინძლობისთვის მადლობას ნანა ბაგალიშვილს, “ცოდნის კაფეს” და NDI-ის უხდის.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, “ლელოს” ლიდერებმა წნორის მოსახლეობას საარჩევნო დაპირბები გააცნეს.

“დღეს "ლელოს" ლიდერები, მედეა მეტრეველი და ანა ნაცვლიშვილი, წნორში, კახეთის რეგიონის მცხოვრებლებს შეხვდნენ. მადლობა ნანა ბაგალიშვილს, “ცოდნის კაფეს” და NDI-ის მასპინძლობისა და მოსახლეობასთან საინტერესო დისკუსიის შესაძლებლობისთვის.

შეხვედრის მთავარ თემებს შეადგენდა ევროკავშირის რეფორმები, 1000-ლარიანი პენსია, 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა და, რაც მთავარია, რუსი ოლიგარქისა და რუსული ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობა.

საქართველოს მომავალი ევროპაშია”,- ვკითხულობთ “ლელოს” ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

მერაბ.g ამით ევდიაი ხალხს ეუვნება, სადაცაა ბოკუჩავას მეცოცხეები, ჩახდილი, გვარამია, ხაზარაძე, ჩვენს, ანუ ამერიკაც იქააო! და ჰგონიათ, რომ ხალხი ამის გამო ამ ნაყარ-ნუყარს მისცემს ხმას!
ხალხი ხმას მისცემს, მშვიდობას (არა ომს), ქრისტიანობას, ქართულ ტრადიციებს, გამჭვირვალობას და სად იდგება ამერიკელი, თუ ფრანგი, ნაკლებად აინტერესეს!
4 თვის უკან