გიორგი ვოლსკი: ვინც სისტემას მართავდა, ის ადამიანები ამბობენ, აი, სალომე ზურაბიშვილთან შევიკრიბოთ, ეს გავაერთიანოთ და ის დავშალოთ. ეს ადამიანები თავის თავს გვთავაზობენ. მოქალაქეებმა აირჩიონ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მათ შვილებს აწყობს

გიორგი ვოლსკი: ვინც სისტემას მართავდა, ის ადამიანები ამბობენ, აი, სალომე ზურაბიშვილთან შევიკრიბოთ, ეს გავაერთიანოთ და ის დავშალოთ. ეს ადამიანები თავის თავს გვთავაზობენ. მოქალაქეებმა აირჩიონ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მათ შვილებს აწყობს

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა დაკავებები, ბიზნესის რეკეტი. დღეს ეს ადამიანები იმუქრებიან იმით, რომ ჩვენ ცეცხლის ალში უნდა შევვარდეთ. არის მეორე მხარეს ადამიანები, რომლებმაც მოახერხეს ეკონომიკის გაორმაგება, სოციალური პაკეტის გაზრდა, უამრავი ჰუმანიტარული ღონისძიებების გატარება, ისეთი რეფორმების ჩატარება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ევროპულ სტანდარტს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ქართული ოცნების“ განმასხვავებელ თავისებურებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო კვლევებით, საქართველო ყველა მიმართულებითა და ყველა რეიტინგით წინ დგას და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასაც უსწრებს.

„ყველა მიმართულებითა და ყველა რეიტინგით ვაჭარბებთ ყველას. კანდიდატ ქვეყნებზე აღარ არის საუბარი. არ ვეჯიბრებით უკრაინას. მოლდოვასა და სხვებს ძალიან რომ ვუსწრებთ, ამაზე აღარ ვსაუბრობთ. ევროპული ქვეყნებია, რომლებსაც გარკვეული მაჩვენებლებით ვუსწრებთ. ეს ხომ ატლანტიკურმა საბჭომ შეადგინა, მსოფლიო ბანკმა შეადგინა. ეს ხომ პოზიტიური გავლენის ორგანიზაციებია. ეს ხომ ჩვენ არ მოგვიგონია! აი, ეს ვართ ჩვენ - შევამცირეთ სიღარიბე, თუმცა სიღარიბე როგორ არ არის?! ვინ ამბობს, რომ მოისპო სიღარიბე ან დანაშაულები არ ხდება, მაგრამ სისტემური გესტაპოს მართვა ვისაც ჰქონდა ხელში, დღეს ის ადამიანები ამბობენ, აი, სალომე ზურაბიშვილთან შევიკრიბოთ, ეს გავაერთიანოთ და ის დავშალოთ. ეს ადამიანები თავის თავს გვთავაზობენ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მან მიმართა მოქალაქეებს, აირჩიონ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მათ „შვილებს აწყობს“.