საკმაოდ არასასიამოვნო საუბარში ვართ ჩართული ამ ორმხრივ ურთიერთობებში, როდესაც საერთო აზრი არ არის, რასაც ჰქვია მაგალითად საგარეო კურსის თემა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.
უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა საქართველოსთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების ბოლო დროინდელ განცხადებებს. მან ამ კონტექსტში მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიც მიმოიხილა.
„იცვლება თუ არა საგარეო კურსი და რა ნიშანი აქვს კურსის შეცვლას, ან როგორ შეიძლება, რა მექანიზმები არსებობს საგარეო კურსის შესაცვლელად, როცა საზოგადოების უდიდესი ნაწილი ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს მხარს? ჩვენ ვამბობთ, რომ ამ მოსახლეობაში არის ჩვენი მხარდაჭერების ლომის წილი და მათ იციან რას წარმოადგენს ჩვენი მიზანი ევროპაში გაერთიანების და იმ ადამიანებზე დაბლა არ დგანან ინტელექტუალურად, რომლებიც თავს უწოდებენ პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებს. საუბარია იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება რა წყაროებიდანაც მოდის, უნდა იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი. ამის აუცილებლობა დადგა იმიტომ, რომ მთელი რიგი პროგრამები ისე ფინანსდება, რომ დასავლელი გადასახადების გადამხდელთა თანხები გამოიყენება აგრესიული ჯგუფების მომზადებაში, ისეთი ადამიანების დასაფინანსებლად ვინც სიცოცხლის მოსპობით იმუქრება ან პირდაპირ ჩადიან დანაშაულებს. როდესაც ამაზე საუბარი გვქონდა უცხოელ კოლეგებთან, თქვეს რომ არ არის პრობლემა, გამჭვირვალობა ჩვენი სტანდარტიაო და არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს.
გადავხედოთ მსოფლიოში სიტუაციას: ორი უშველებელი ძალა ერთმანეთთან დაპირისპირებულია და ჯერჯერობით გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს. მიმდინარეობს საომარი მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე და წარმოებს სისხლისმღვრელი ომი. როდესაც მესამე მსოფლიო მის განვითარება შეიძლება მიიღოს ამან, აქ ერთსაც და მეორე ძალასაც [აშშ-რუსეთი] თავისი ინტერესი აქვს (აშშ-სთან ერთად, ევროკავშირსაც ვგულისხმობ) რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან რუსეთის წარმატება. რუსეთსაც იგივე დამოკიდებულება აქვს. საქართველოს ტერიტორია წარმოადგენს ერთადერთ ალტერნატიულ დერეფანს - კავშირს აზიასა და ევროპას შორის და რასაკვირველია, რომ ერთიც და მეორეც ლამობს, რომ აქ ჰქონდეს უპირატესობა. ეს უპირატესობა დღეს რუსეთს აქვს, რადგან სააკაშვილმა, ვითომ მედასავლეთემ და რუსეთის მოძულე ადამიანმა, ჩაუგდო რუსეთს ხელში“, - განაცხადა ვოლსკიმ.