ეს არის განაცხადი, რომ „თქვენ გყავთ ხელისუფლება, რომელიც ჩვენ აღარ გვიჯერებს, ჩვენს ჭკუაზე აღარ დადის, ამიტომ თქვენ უნდა დაისაჯოთ თქვენი არჩევანისთვის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის", - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“ დასავლელი პარტნიორების მინიშნებებზე საუბრისას იმის შესახებ, რომ საქართველოსთან ურთიერთობები განახლდება, როცა 26 ოქტომბრის შემდეგ ქვეყნის დემოკრატიული წინსვლა გაგრძელდება.
„ეს არის განაცხადი, რომ „თქვენ გყავთ ხელისუფლება, რომელიც ჩვენ აღარ გვიჯერებს, ჩვენს ჭკუაზე აღარ დადის, არ იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და არ არის ქართული სახელმწიფოსთვის და ხალხისთვის, ამიტომ თქვენ უნდა დაისაჯოთ თქვენი არჩევანისთვის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის და უნდა მოვიყვანოთ ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჩვენ დაგვიჯერებენ".
ასეთები ეგულებათ მათ პირველ რიგში, „ნაციონალურ მოძრაობაში, იმ პოლიტიკურ ძალებში ასევე, რომლებიც გამოეყვნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს კიდევ ერთი სცენარია საზოგადოების მოტყუების. მათ შორის, „ენჯეოები“ გვთავაზობდნენ, რომ ცალ ფეხზე დავმდგარიყავით, რომ ლგბტ კანონმდებლობა არ მიგვეღო, რომ თურმე, რუსული ბომბები უნდა ცვიოდეს დედაქალაქში და სირცხვილია, საქართველოში რომ ომი არ არის, ჩვენი ჯარისკაცები, ქალები, ბავშვები, მოხუცები არ იხოცებიან. როგორც ჩანს, თავის დროზე ამისთვის გამოაგზავნეს კონტეინერით მიხეილ სააკაშვილი, რომ ჯერ კიდევ 2021 წელს შეცვლილიყო აქ ხელისუფლება და პირდაპირ ჩართულიყო მერე ჩვენი ქვეყანა ომში. ეს განცხადებები ჩვენ ხომ მოგვისმენია არაერთი ლიდერისგან, ევროპარლამენტარისგან“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
მან ბოლო წლების მოვლენებიც მიმოიხილა.
„მათ აქვთ ეს განცდა, რომ ერთის მხრივ, რევოლუციური სცენარები აღარ გამოდის. ჩვენ ამიტომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, რომ ქვეყანაში ასეთი ტიპის განცხადებებს იქნებ, რევოლუცია მოჰყოლოდა. მანამდე გახსოვთ 2022 წლის არჩევნები, როცა ოპოზიციამ არ შეუშვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში, მერე იყო ჩვენი პარტნიორების მოდერაცია.
და ყველაზე მთავარი - გახსოვთ 2021 წლის არჩევნები, როცა უპრეცედენტო რამ მოხდა - ჩვენმა პარტნიორებმა აგვაღებინეს ვალდებულება, რომ თუ ჩვენ 43%-ს ვერ ავიღებდით თვითმმართველობის არჩევნებზე, უნდა გამოგვეწვია ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, გადამდგარიყო პრემიერ-მინისტრი და დაგვენიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ეს ხომ პირველი მცდელობა არ არის ხელისუფლების მცდელობის თუ ისეთი ხელისუფლების მოყვანის, რომელიც მათთვის უფრო მისაღები იქნება. ამიტომ, ბუნებრივია, ეს პროცესი არ არის სიახლე, ეს კარგად გაიაზრა ქართველმა ხალხმა არაერთ არჩევნებზე და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ უფრო გავიაზრებთ ამ არჩევნებზე“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.