აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნატოს სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შეცდომით მოიხსენია ვლადიმირ პუტინად. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს.
„ახლა კი მსურს სიტყვა გადავცე უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც აქვს იმდენი გამბედაობა, რამდენიც მონდომება. ქალბატონებო და ბატონებო, პრეზიდენტი პუტინი“, - განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენმა გააცნობიერა თავისი შეცდომა და გამოასწორა.
„ის [ზელენსკი] პრეზიდენტ პუტინს დაამარცხებს. პრეზიდენტი ზელენსკი. პუტინის დამარცხებაზე ვარ ორიენტირებული“, - აღნიშნა ბაიდენმა.
ზელენსკიმ ხელი ჩამოართვა ბაიდენს და თქვა: „მე [პუტინზე] უკეთესი ვარ“.
„თქვენ ბევრად უკეთესი ხართ“, - დასძინა ბაიდენმა.