ერდოღანი: თავიდანვე განვაცხადეთ, რომ არ ვიქნებით უკრაინაში ომის მხარე - ჩვენი პოზიცია მხოლოდ მშვიდობის სასარგებლოდაა

ერდოღანი: თავიდანვე განვაცხადეთ, რომ არ ვიქნებით უკრაინაში ომის მხარე - ჩვენი პოზიცია მხოლოდ მშვიდობის სასარგებლოდაა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაადანაშაულა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია ღაზის სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებულ სისასტიკეში თანამონაწილეობაში და გააკრიტიკა აშშ და ნატოს სხვა მოკავშირეები, რომლებმაც, მისი თქმით, უკრაინაში ომის ცეცხლი გააჩაღეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Newsweek-ი ავრცელებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კომენტარი Newsweek-ის წერილობით კითხვებზე საპასუხოდ გააკეთა.

„ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ არ ვიქნებით [უკრაინაში] ამ ომის მხარე. ჩვენი პოზიცია მხოლოდ მშვიდობის სასარგებლოდაა. გამოსავალი არის არა სისხლისღვრა და ტანჯვა, არამედ დიალოგის გზით მიღწეული ხანგრძლივი მშვიდობა. ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ამ ომის შეზღუდვა რომელიმე მხარის გამარჯვებით ან დამარცხებით არის გამოსავალი. ჩვენ მივიჩნევთ, რომ გამოსავალი დიალოგსა და დიპლომატიაშია“, - აღნიშნა ერდოღანმა.

„ჩვენ არ ვავითარებთ ცრურწმენებით გაჟღენთილ პოლიტიკას. ბუნებრივია, ყველაფერში არ ვეთანხმებით პუტინს. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ საკითხები ერთმანეთთან და ჩავუღრმავდეთ მათი გადაჭრის გზების სპეციფიკას“, - დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.