საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის რესპუბლიკას ეროვნული დღესასწაული მიულოცა.
მთავრობის მეთაური, ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად, ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო, რომელიც საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ და ეროვნული დღესასწაულის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.