ირაკლი ზარქუა: რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, კიდევ გვექნება გლობალური ომის პარტიისგან ნაკარნახევი პოლიტიკის შედეგები

ირაკლი ზარქუა: რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, კიდევ გვექნება გლობალური ომის პარტიისგან ნაკარნახევი პოლიტიკის შედეგები

რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, კიდევ გვექნება გლობალური ომის პარტიისგან ნაკარნახევი პოლიტიკის შედეგები, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ.

„28 მილიარდიანი ბიუჯეტი გვაქვს, ეკონომიკა კიდევ წინ მიიწევს და მათ შორის ამას აფიქსირებენ მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი. ჩვენ ვიცით, როგორ ვმართოთ ეს ქვეყანა. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა. ასე რომ, ქართველი ერიც და ბერიც გაერთიანებული ვართ იმისთვის, რომ ამ გამოწვევებს გავუძლოთ და 26 ოქტომბერს ვიზეიმოთ გამარჯვება“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.