ვიქტორ დოლიძე ნატოს კომუნიკეზე: რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანონ თავიანთი სამხედრო შენაერთები საქართველოდან და მოლდოვიდან, რომლებიც იმყოფებიან ჩვენს ტერიტორიაზე, როგორც ოკუპანტი ძალა

ვიქტორ დოლიძე ნატოს კომუნიკეზე: რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანონ თავიანთი სამხედრო შენაერთები საქართველოდან და მოლდოვიდან, რომლებიც იმყოფებიან ჩვენს ტერიტორიაზე, როგორც ოკუპანტი ძალა

რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანონ თავიანთი სამხედრო შენაერთები საქართველოდან და მოლდოვიდან, რომლებიც იმყოფებიან ჩვენს ტერიტორიაზე, როგორც ოკუპანტი ძალა, - განაცხადა ნატოს ვაშინგტონის სამიტის კომუნიკეს შესახებ ნატოში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ.

მისი განცხადებით, კომუნიკე საკმაოდ მრავლისმომცველია.

„რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანონ თავიანთი სამხედრო შენაერთები საქართველოდან და მოლდოვიდან, რომლებიც იმყოფებიან ჩვენს ტერიტორიაზე, როგორც ოკუპანტი ძალა. ასევე მნიშვნელოვანია ეს პოლიტიკური დეკლარაცია იქიდან გამომდინარე, რომ ის არის საკმაოდ მრავლისმომცველი, არის დაკავშირებული ძირითადად გლობალურ საფრთხეებთან. ეს იყო პოლიტიკური მოკლე დეკლარაცია, აქედან გამომდინარე, საქართველოც ბუნებრივია, არ იყო გამონაკლისი. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო თავის ღირსეულ და სათანადო ადგილს დაიკავებს ევროატლანტიკურ და ევროპულ სივრცეში. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, სტრატეგიულ მოკავშირეებთან ერთად, რასაც დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში წარმატებით გავართმევთ თავს“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში მონაწილე სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია გამოაქვეყნეს, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.