გია აბაშიძე რუსეთში ექსპორტით ბალტიის სამივე ქვეყნის ლიდერობაზე: აგრესორი რუსეთისადმი დაპირისპირების პრინციპულობა  განისაზღვრება არა ნაცოპოზიციის მხარდაჭერით, არამედ ქმედითი სანქციებით

გია აბაშიძე რუსეთში ექსპორტით ბალტიის სამივე ქვეყნის ლიდერობაზე: აგრესორი რუსეთისადმი დაპირისპირების პრინციპულობა  განისაზღვრება არა ნაცოპოზიციის მხარდაჭერით, არამედ ქმედითი სანქციებით

"აგრესორი რუსეთისადმი დაპირისპირების პრინციპულობა  განისაზღვრება არა ნაცოპოზიციის მხარდაჭერით, არამედ ქმედითი სანქციებით - ევროსტატის ანგარიშის თანახმად, რუსეთში ექსპორტით ბალტიის სამივე ქვეყანა ლიდერობს"- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, თუკი დღევანდელ და უკრაინის ომამდე არსებულ მონაცემებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ რუსეთში ექსპორტის წილი საქართველომ შეამცირა, რასაც ვერ ვიტყვით ბალტიის ქვეყნებზე.

„აგრესორი რუსეთისადმი დაპირისპირების პრინციპულობა  განისაზღვრება არა ნაცოპოზიციის მხარდაჭერით, არამედ ქმედითი სანქციებით - ევროსტატის ანგარიშის თანახმად, რუსეთში ექსპორტით ბალტიის სამივე ქვეყანა ლიდერობს.

ნეოკოლონიალისტურია ის მახინჯი ნარატივი, რომ თუ დასავლეთის აქტორების ფარისევლობას ამხელ, ვითომ პრორუსი ხარ. ასეთი მდაბიო შეფასებით, ასეულობით მილიონი ადამიანი ევროპაში თუ ამერიკაში, რომელიც ფლიდ ლიდერებს სამართლიანად აკრიტიკებს, კრემლის "მესიჯბოქსშია". ამგვარი მდაბიო და ხეპრე ვითომ დამმუნათებლების კლასტერიც ვიცით -  გრანტების გამო ყველაფერზე წამსვლელი უსამშობლო არსებები.

ევროსტატის ბოლო ანგარიშით, რუსეთში ექსპორტით ბალტიის სამივე ქვეყანა - ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ლიდერობს. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წელს ლიეტუვის ექსპორტი რუსეთში 13,8 პროცენტს- 2.143 (მლრდ) ევროს შეადგენდა, ლატვიის ექსპორტი რუსეთში 28.5 პროცენტი - 2.125 (მლრდ) ევრო იყო, ხოლო ესტონეთის 12.4 პროცენტი- 589 (მლნ) ევრო.

ეს იმ ფონზე, როდესაც ამავე წელს საქართველოს ექსპორტი რუსეთში 10,8 პროცენტს -607 (მლნ) ევროს შეადგენდა.

თუკი დღევანდელ და უკრაინის ომამდე არსებულ მონაცემებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ რუსეთში ექსპორტის წილი საქართველომ შეამცირა, რასაც ვერ ვიტყვით ბალტიის ქვეყნებზე. კერძოდ, 2021 წლის მონაცემებით, ლიეტუვის ექსპორტი რუსეთში 10.85%- შეადგენდა, ლატვიის 7.28%, ესტონეთის 6.39%, ხოლო საქართველოს შემთხვევაში 14.40% იყო.“-წერს გია აბაშიძე.

მერაბ.g ეს მაჩვენებლები, განსაკუთრების ბალტიის ქვეყნებისა უნდა გავაგებონოთ მასებს; ისიც, რომ უკრაინაში ბავშვთა საავადმყოფოში ჩამოვარდნილ რაკეტას ჰქონდა ინგლისური, გერმანული და ამერიკული კომპონენტები; საიდან?
4 თვის უკან